მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი $19.1 მილიონამდე გაიზარდა

იმპორტი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის იმპორტი კი შემცირდა.

საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია.

ხორბლის იმპორტი

იანვარ-აპრილში რუსეთიდან იმპორტი 78%-ით გაიზარდა და 78,571 ტონა შეადგინა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტი საქართველოს 19.1 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ ხორბალი რუსეთიდან იმპორტირებული მესამე უმსხვილესი საქონელია.

უმნიშვნელო რაოდენობით, ჯამში 890 აშშ დოლარის ღირებულების, ხორბალი შემოვიდა გერმანიიდან და ავსტრიიდან.

ფქვილის იმპორტი

მიმდინარე წლის 4 თვეში ფქვილის იმპორტი 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით განახევრდა და 27,336 ტონა ($6.9 მლნ) შეადგინა. საიმპორტო პარტნიორების ჩამონათვალში, 97.4%-იანი წილით, რუსეთი ლიდერობს, რომელსაც თურქეთი მოჰყვება.

საქართველომ ხორბლის ფქვილი შემდეგი ქვეყნებისგან იყიდა:

  • რუსეთი - $6.4 მლნ/26,615.62 ტონა
  • თურქეთი - $307 420/544.00 ტონა
  • იტალია - $103 990/96.46 ტონა
  • ლიეტუვა - $21 790/50.00 ტონა
  • ავსტრია - $16 690/20.25 ტონა
  • საფრანგეთი - $6 330/4.80 ტონა
  • საბერძნეთი - $3 490/2.42 ტონა
  • ბელარუსი - $1 110/1.59 ტონა
  • პოლონეთი - $1 340/0.81 ტონა
  • გერმანია - $870/0.70 ტონა
  • გაერთიანებული სამეფო - $240/0.08 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები