მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-ივლისში ექსპორტი 27.8%-ით გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

611e3f9657131
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 15:22
871
მიმდინარე წლის 7 თვეში 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7.4 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 2.3 მლრდ დოლარია.

წინასწარი შედეგების მიხედვით, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი 27.8%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9% შედგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში კი ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი შევიდა. აღსანიშნია, რომ ექსპორტი იანვარ-ივლისში 3 მთავარ საექსპორტო ბაზარზე შემცირდა. რაც შეეხება TOP-10 საექსპორტო ქვეყანას, მათი საექსპორტო მაჩვენებლები ასეთია:

1. ჩინეთი - 370.5 მლნ დოლარი, ზრდა 48.7%;
2. რუსეთი - 322.7 მლნ დოლარი, ზრდა 40.4%;
3. აზერბაიჯანი - 295.3 მლნ დოლარი, ზრდა 22.7%;
4. თურქეთი - 189.9 მლნ დოლარი, ზრდა 65.7%;
5. უკრაინა - 165.7 მლნ დოლარი, ზრდა - 60.4%;
6. ბულგარეთი - 127.2 მლნ დოლარი, კლება - 32.6%;
7. სომხეთი - 126 მლნ დოლარი, ზრდა - 19.7%;
8. აშშ - 87.3 მლნ დოლარი, ზრდა - 127%;
9. შვეიცარია - 44 მლნ დოლარი, კლება - 20%;
10. უზბეკეთი - 42.3 მლნ დოლარი, ზრდა - 19.2%.

მნიშნელოვანია, რომ ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის 46.7% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, 15.3% - ევროკავრის ქვეყნებს, 38% კი დანარჩენ ქვეყნებს უკავიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები