მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-ივლისში საქართველომ $3 მილიონის იახტები შეიძინა - მთავარი საიმპორტო ქვეყანა აშშ-ია

იახტები2

იანვარ-ივლისში საქართველომ 3 მილიონ 107 ათასი დოლარის ღირებულების იახტები და დასვენებისა და სპორტისთვის განკუთვნილი სხვა მოცურავე საშუალებები შეიძინა.

იახტების იმპორტის ღირებულება წლის ამ პერიოდში 16.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იახტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია. იმპორტის თითქმის მესამედი სტრატეგიულ პარტნიორზე მოდის.

იახტების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი ასეთია:

  1. აშშ - $983 ათასი;
  2. მექსიკა - $586 ათასი;
  3. ლიეტუვა - $468 ათასი;
  4. ბელგია - $329 ათასი;
  5. რუმინეთი - $167 ათასი;

ცნობისთვის, გასულ წელს ჯამურად საქართველომ 3.5 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, როცა ქვეყანაში 4.1 მლნ-ს იახტები შემოვიდა. სწორედ 2022 წელი იყო საქართველოში იახტების იმპორტის კუთხით რეკორდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები