მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ $2.27 მილიარდ დოლარს მიაღწია

6116d3ee9aa97
BM.GE
14.08.21 00:07
1098
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ უცხოეთში $2.27 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც 7 თვის ექსპორტის რეკორდულ მოცულობას შეადგენს. 2020 წელთან შედარებით, ექსპორტის ეს მოცულობა 28.7%-ით, ანუ $496 მილიონით მეტია. 2019 წლის ექსპორტის მოცულობას კი წლევანდელი ექსპორტი $156 მილიონი დოლარით, ანუ 7.3%-ით აღემატება. 

საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტთან ერთად, განსაკუთრებულად მაღალი ტემპით 19.3%-ით გაიზარდა იმპორტიც და მან $5.2 მილიარდი შეადგინა, რაც ასევე იმპორტის რეკორდულად დიდი მოცულობაა და ის წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს $842 მილიონი დოლარით აღემატება. 

ჯერჯერობით უცნობია, რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი. საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკას 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები