მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა, რა საქონელი გაგვაქვს ექსპორტზე

64b7eca076a19
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.23 00:05
927
2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, წელს ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი საქართველოდან სომხეთში გაიტანა. სულ ექსპორტირებულია 440 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი, რაც წინა წელთან შედარებით 122%-ით მეტია.

სომხეთში ექსპორტი ასეთი ზრდა პირველ რიგში ავტოექსპორტის მკვეთრ მატებას უკავშირდება. 2023 წლის პირველ ნახევარში სომხეთმა საქართველოდან $185 მილიონი დოლარის ღირებულების 10 ათასი ავტომობილი შეიძინა, რაც 1,159%-იან მატებას წარმოადგენს.

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1) მსუბუქი ავტომობილები - $185 მილიონი დოლარი, ზრდა 1,159%;
2) მიკროავტობუსები/ავტობუსები - $19.6 მილიონი დოლარი, ზრდა 3,540%;
3) ბულდოზერები - $14.7 მილიონი დოლარი, ზრდა 51%;
4) ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 7.3 მილიონი დოლარი, ზრდა 5%;
5) სატვირთო ავტომობილები - $6.4 მილიონი დოლარი, ზრდა 145%.

რაც შეეხება სომხეთიდან იმპორტს, საქართველომ წელს მეზობელი ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობით სპილენძის მადნები და კონცენტრატები მიიღო, რაც 119 მილიონ დოლარს შეადგენდა. 34 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები იყო, მესამე პოზიციას კი 17 მილიონი დოლარით თამბაქოს ნაწარმი იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები