მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომას იწვევს - მიზეზი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შეფერხებაა

რუსეთი

სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომის სასწრაფოდ გამართვას ითხოვს. მიზეზი სომხეთიდან რუსეთში სოფლის მეურნეობის მხრიდან ექსპორტის შეფერხებაა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

სომხეთისთვის გასაკვირია, რომ 60-ზე მეტი სატვირთო, რომლითაც სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთში საქონლის ექსპორტი ხორციელდებოდა, უკან გამოაბრუნეს, მაშინ როდესაც სომეხ მიმწოდებლებს თავის საქონლის ხარისხში ცვლილებები არ შეუტანიათ. სომხური გამოცემა „არმენპრესის“ ცნობით, ეს განცხადება სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობინიანმა ჟურნალისტებთან „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე შექმნილ მდგომარეობისა და „როსსელხოზნადზორის“ განცხადების შესახებ საუბრისას გააკეთა.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სომხეთიდან რუსეთში გადაზიდულ საქონელში მავნებლების აღმოჩენის 72 შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ სომხეთის შესაბამის სამსახურებში ოფიციალური წერილი გაგზავნეს თხოვნით, მიეღოთ კომპლექსური ზომები, რათა დაავადებული პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდება აღმოეფხვრათ.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ როსსელხოზნადზორის მიერ გამოქვეყნებული მასალებს სწავლობენ, რათა მიხვდნენ რამდენად არ შეესაბამება სომხური ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთის მიერ აღიარებულ ნორმებს. კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ამ საკითხს პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას ასე ვერ იტყვის.

„უბრალოდ ჩვენთვის გასაკვირია, რომ 35 მანქანას წელიწადში აბრუნებენ, შემდეგ კი 2 დღეში ისევ 35 მანქანა გამოაბრუნეს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ შეგვიტანია რეგულირებაში ცვლილებები, მიმწოდებლები კი თავისი პროდუქციის ხარისხს არ ცვლიან“, - აცხადებს ქერობინიანი.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მოქმედება დაიწყო „ჩვენ სასწრაფოდ ვითხოვთ შეხვედრას, რომელიც უახლოეს 2 დღეში გაიმართება“, - თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის, სომხური სატვირთო მანქანები, რომლებსაც რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაჰქონდათ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სირთულეებს წააწყდნენ. მანქანები დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღეა რიგებში დგანან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები