მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი $3.1 მილიარდამდე გაიზარდა - ტოპ-10 საქონლის რეიტინგი

კონტენერები

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტმა 3.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.8%-ით მეტია. მთლიან ექსპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, თუმცა ამ კატეგორიაში ექსპორტი შემცირებულია, მაშინ როდესაც ნავთობპროდუქტებისა და მადნების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა კვლავ ყირგიზეთია, სადაც ექსპორტმა 355.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. მეორე ადგილზე ჩინეთია 327.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი 269.3 მლნ დოლარით.

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო საქონელი კი ასე ნაწილდება:

# საექსპორტო საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება
1 მსუბუქი ავტომობილები $735 -25%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $367 886%
3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $256 87%
4 ფეროშენადნობები $131 77%
5 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $112 207%
6 სპირტიანი სასმელები $95 -4%
7 ყურძნის ნატურალური ღვინოები $93 -5%
8 მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) $83 13%
9 მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრის შემცველობით) $80 26%
10 აზოტოვანი სასუქები $78 48%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $1,079 14%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები