2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 1.3%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ 2 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 835.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა და 388.5 მლნ დოლარს გაუტოლდა.
მეტიც, 2022 წლიდან დღემდე, ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა ყველაზე ნაკლები სწორედ წელს არის.
ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი წლების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
- 2022 - 74%;
- 2023 - 55.3%;
- 2024 - 49%;
- 2025 - 46.5.
2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:
- რუსეთი - $67.4 მლნ [ -24.4%];
- თურქეთი - $40.5 მლნ [ - 24.7%];
- ჩინეთი - $33.8 მლნ; [ - 22.4%];
- ბულგარეთი - $28.1 მლნ; [ 728.6%];
- სომხეთი - $21.6 მლნ; [ 0.1];
- აზერბაიჯანი - $19.2 მლნ; [15.6%];
- შვეიცარია - $18.3 მლნ; [ 36.2%];
- უკრაინა - $12.03 მლნ; [ 27.9%];
- იტალია - $11.04 მლნ; [54.9%];
- ყაზახეთი - $10.8 მლნ; [79.5%].
2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი. TOP-10 კი ასე გამოიყურება: