მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 4.9%-ით შემცირდა - მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია

ექსპორტი საქართველო

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი მაჩვენებლის 42.6%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.9%-ით შემცირდა და 2.04 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები: რუსეთი (420.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (304.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი). ათეულში არ მოხვდა ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 226.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 213.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 169.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები