მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან ₾23.7 მილიონი შევიდა

ტრაილერები

საქართველოს დერეფნით ტრაილერების გატარების კლება იანვარ-თებერვალშიც შენარჩუნდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადიდან 23 მლნ 707 მლნ ლარი შევიდა. რაც წლიურად 3%-იანი კლებაა.იანვარ-თებერვალში საქართველოს გზებით 67 736 ტრაილერმა ისარგებლა. შარშან ამავე პერიოდში ტრაილერების რაოდენობა 69 998 -ს შეადგენდა.

მხოლოდ თებერვალში საქართველოს გზებით 36 375 ტრაილერმა ისარგებლა და ბიუჯეტში 12,7 მლნ გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში 2025 წელს 171.2 მლნ ლარის გზათსაგებლობის გადასახადი შევიდა. 2025 წელს საქართველოს გზებით 489 391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა. 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა 512 665 შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები