მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-თებერვალში საქართველომ $209 მილიონის საწვავი შეიძინა - საიდან ვყიდულობთ?

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 209 მილიონი დოლარის ღირებულების 293 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 3%-ით, რაოდენობრივად კი 9.2%-ით მეტია, შესაბამისად იმპორტის საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით შემცირებული იყო და ტონაზე 713 დოლარს შეადგენდა.

თუმცა უკვე მარტიდან გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა დაიწყო, რაც აშშ-ის მიერ ირანში ომის დაწყებას უკავშირდება, რის შედეგადაც როგორც ნედლი ნავთობი, ასევე ნავთობპროდუქტები გაძვირდა.

რაც შეეხება უშუალოდ იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებს, საქართველომ ყველაზე მეტი $62 მლნ დოლარის 101 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები კვლავ რუსეთიდან შეიძინა, თუმცა წინა წელთან შედარებით რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი განახევრებულია.

რუსული საწვავის იმპორტის შემცირების საპირისპიროდ, ნავთობპროდუქტების იმპორტი ყველა სხვა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნიდან გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

# ქვეყანა მლნ დოლარი ტონა ზრდა/კლება წინა წელთან
1 რუსეთი $62 მილიონი დოლარი; 101,035 -45%
2 რუმინეთი $36 მილიონი დოლარი; 51,223 18%
3 კვიპროსი $18 მილიონი დოლარი; 24,140 წინა წელს იმპორტი არ ფიქსირდება
4 თურქეთი $17 მილიონი დოლარი; 18,065 377%
5 საბერძნეთი $16 მილიონი დოლარი; 20,824 219%

წყარო - საქსტატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები