2023 წლის იანვარ-თებერვალში ხორბლის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა. ორ თვეში საქართველომ 10 მილიონ 428 ათასი დოლარის ღირებულების 32 975 ტონა ხორბალი შეიძინა. ღირებულებაში ზრდა 40.5%-ია, ხოლო მოცულობაში 40%.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული ხორბლის მოცულობა 2021 წლის მაჩვენებელს 51%-ით ჩამორჩება.
მიმდინარე წელს ამ პერიოდში ხორბალი მხოლოდ 2 ქვეყნიდან შემოვიდა. ტრადიციულად მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო, საიდანაც 10 მილიონ 119 ათასი დოლარის ღირებულების, 32 014 ტონა ხორბალი შევიძინეთ. მეორე ქვეყანა კი უკრაინა იყო, საიდანაც 309 ათასი დოლარის 961 ტონა ხორბალი შემოვიდა.
BM.GE-მ საქსტატიდან ხორბლის იმპორტიორი კომპანიების TOP-5-ეული გამოითხოვა. ესენია: შპს აგროსისტემები; შპს ბარაქა ჯგუფი; შპს გურია-ექსპრესი; შპს ივერია ინდასტრი; შპს კარმენ.