2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ პოზიციას იკავებს მსუბუქი ავტომობილები, თუმცა ამ მიმართულებით 22.5%-იანი კლება დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზეა ნავთობპროდუქტები 58.7 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც წლიურად 401%-იანი ზრდაა, მესამე პოზიციას კი ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს 51 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც 436%-ის ზრდა აღინიშნა.
2026 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი ასე განაწილდა:
| # | საქონელი | ექსპორტი | წლიური ცვლილება |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $100.7 მილიონი; | -22.5% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $58.7 მილიონი; | 401.5% |
| 3 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $51.0 მილიონი; | 436.5% |
| 4 | სპილენძის მადნები და კონცენტრატები | $24.0 მილიონი; | 73.2% |
| 5 | სპირტიანი სასმელები | $17.2 მილიონი; | 20.7% |
| 6 | ფეროშენადნობები | $16.9 მილიონი; | 86.5% |
| 7 | თხილი და სხვა კაკალი | $14.6 მილიონი; | 68.3% |
| 8 | ოქრო დაუმუშავებელი, დამუშავებული ან ფხვნილი | $12.8 მილიონი; | 23.5% |
| 9 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $12.2 მილიონი; | -6.2% |
| 10 | მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის გარეშე) | $12.0 მილიონი; | -10.4% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $160.3 მილიონი; | -5.7% |




























