ვფიქრობთ, იანვარში ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა გვექნება, რომელიც გამოწვეული იქნება ომიკრონით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზადაა. თუმცა მან მოსახლეობას სიფრთხილისა და თავშეყრებისგან თავის არიდებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ძველით ახალი წლის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულწილად არის დასვენების და შეხვედრების პერიოდი. მაგრამ გთხოვთ იყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, ვინაიდან ქვეყანაში ახლა უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში. იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით ახალი შტამითაა გამოწვეული“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 5 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.




























