იანვარში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა 1.64 მლრდ ლარის შეიტანეს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიღებული თანხა პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობის (5.2 მლრდ ლარი) 31.5%-ია.
2024 წლის იანვარში განმავლობაში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 658 513 200 ლარი, I კვ.გეგმის 38.8%
- საშემოსავლო გადასახადი - 656 527 400 ლარი, ლარი, I კვ.გეგმის 40.4%;
- აქციზი - 177 897 600 ლარი, I კვ.გეგმის 39.2%
- მოგების გადასახადი - 233 802 500 ლარი, I კვ.გეგმის 21.6%;
- იმპორტის გადასახადი - 10 996 800 ლარი, I კვ.გეგმის 34.4%;
- სხვა გადასახადების - 95 309 100 ლარი, I კვ.გეგმის 34.4%;
მთლიანობაში, საქართველოს 2024 წლის იანვრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 1 858 648 400 ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 1 846 216 700 ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 289.1 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 137 346.3 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით -125 203.8 ათასი ლარი.
2024 წლის იანვრის თვეში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (1 846 216.7 ათასი ლარი) შეადგინა პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობის (5 548 210.0 ათასი ლარი) 33.3%;