მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში იმპორტი $106 მილიონით შემცირდა

602a22391d6a0
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.21 11:28
525
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 2021 წლის იანვარში საქართველომ უცხოეთიდან $539.4 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით $106 მილიონი დოლარით ანუ 16.4%-ით შემცირდა. 

იანვარში ექსპორტის მოცულობა $224.4 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით $43 მილიონით ანუ 16.2%-ით ნაკლები იყო. 

მთლიანობაში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 თებერვალს გამოაქვეყნებს, ამ დღეს გაირკვევა თუ რა იმპორტის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა მთლიანად იმპორტის კლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები