მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში მშენებლობა წლიურად 5.9%-ით გაძვირდა, დეკემბერთან შედარებით კი 3.2%-ით გაიაფდა

მშენებლობა

2025 წლის იანვარში მშენებლობა დეკემბერთან შედარებით 3.2%-ით გაიაფდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით გაძვირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.3%-ით გაიზარდა;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 9.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2%-ით შემცირდა;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ფაქტორებს, რამაც მშენებლობის ღირებულების ინდექსის წლიურ ცვლილებაზე იქონია გავლენა, ინდექსის 5.9%-იანი ზრდა უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.2%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.47 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.8%-ით.

თვიურ ჭრილში, იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირება კი ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3%-იანი კლებით იყო განპირობებული, რამაც -4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები