მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 31.6%-ით გაიზარდა - "თიბისი კაპიტალი"

აფხაზეთის ელექტროსისტემა

"თიბისი კაპიტალის" ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვის თანახმად, იანვარში მკვეთრად გაზრდილია ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება. კერძოდ, წლიურად 31.6%-ით, 315 გვტ. საათამდე.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში რუსეთიდან იმპორტირებული 389 გვტ. საათი ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი, 220 გვტ. საათი, სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაფარად იქნა გამოყენებული.

რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთზეც ნაწილდება, რომელსაც რეგიონი სპეციალურ ფასად იღებს, რაც რუსეთიდან იმპორტირებული დენის საშუალო ფასს ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები