მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა?

მრეწველობა

იანვარში პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატმა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 36.4%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (51.4%);

• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.73 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.8%) და ძირითად ლითონებზე (8.2%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.32 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.6%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

თვის ჭრილში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 7.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.55 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.8%), რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.9%) და ძირითად ლითონებზე (3.4%). გარდა ამისა, ფასების 0.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები