მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 53%-ით გაიზარდა

63eb6eb6967f0
მარიამ ვარადაშვილი
14.02.23 15:59
551
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 53%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარში აეროპორტით ჯამში 85 508 მგზავრმა ისარგებლა, 2019 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 55 895 იყო, - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით დაფრინავს.

2023 წლის ივნისიდან WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ასევე ივნისიდან ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები