Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ვებგვერდ bm.ge-ის სტატიები 4.6 მილიონჯერ წაიკითხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.6%-ით მეტია. ეს სტატიები სულ 581 ათასმა უნიკალურმა მკითხველმა (Users) წაიკითხა.
გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მომხმარებლებიდან, 504 ათასი ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 15 ათასი აშშ-დან, იტალიიდან 8.7 ათასი, გერმანიიდან 7.6 ათასი, რუსეთიდან 6.8 ათასი, საბერძნეთიდან 5.1 ათასი და თურქეთიდან 3.6 ათასი.
ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 53.5% ქალი, 46.5% კი მამაკაცი იყო.