იანვარში, საქართველოს დერეფნით 37 774 სატვირთო ტრაილერმა ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის მოცულობამ 13,220,912 ლარი შეადგინა, - მონაცემებს სახელმწიფო ხაზინა ავრცელებს.
თუ შევადარებთ 2023 წლის იანვარს, გატარებული ტრაილერების რაოდენობა და შესაბამისად, ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის გადასახადიც გაზრდილია. კერძოდ, გასული წლის იანვართან შედარებით, ქვეყნის საზღვრები 3,370-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებს.