2026 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები 141 მილიონი დოლარით, 6.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ერთწლიან ჭრილში კი სავალუტო რეზერვები 1.86 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც როგორც სებ-ის მიერ განხორციელებულ წმინდა შესყიდვებს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით, 1.14 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთწლიან ჭრილში კი ოქროს რეზერვების მოცულობა 498 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ჯერჯერობით სებ-ის მიერ იანვრის განმავლობაში უცხოური ვალუტის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა, მას სებ-ი 25 თებერვალს გაასაჯაროებს.



























