მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში საქართველოში 199,000 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა, მატება 2021-თან 471%-ია

61fb7bbdacc56
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.22 10:54
1004
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის იანვრის ტურიზმის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში საქართველოში სულ 199,393 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა, რაც 2021 წელთან შედარებით 471%-ით მეტია. 

მოგზაურთა ეს ნაკადი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 62%-ით ნაკლებია, ანუ იანვარში ტურიზმი პანდემიამდელი მაჩვენებლის 38%-ზე აღდგა.

სტატისტიკის მიხედვით, ამ 199,393 ვიზიტორიდან 163,615 საერთაშორისო ტურისტი იყო და ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს გაჩერდა. ვიზიტორთა ეს რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 456%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ნაკადი 53%-ით აღდგა. 

უფრო დეტალურ მონაცემებს, თუ რომელი ქვეყნიდან რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში, ტურიზმის ადმინისტრაცია რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები