თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამეგრელო-ზემო სვანეთში (14.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში (-20.5%).
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 15.7%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციის ცნობითვე, იანვარში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 159 ლარი იყო, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 245 ლარი შეადგინა. 5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 400 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 545 ლარი შეადგინა, თბილისში - 462 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 447, ხოლო გურიაში - 340.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.