2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 აშშ დოლარით (+1,007%).
2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს.
2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს.
იანვარში ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ესტუმრნენ ასე ნაწილდება:
1. თურქეთი - 31,775 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 119%
2. რუსეთი - 28,381 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1381%
3. საქართველო (არარეზიდენტი) - 22,119 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 285%
4. სომხეთი - 19,606 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 406%
5. უკრაინა - 12,631 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1917%
6. ისრაელი - 8,240 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 8140%
7. აზერბაიჯანი - 7,221 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 130%
8. ყაზახეთი - 4,552 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1082%
9. საუდის არაბეთი - 4,439 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 221850%
10. ირანი - 4,083 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 16232%
11. ბელარუსი - 3,678 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1086%
12. უზბეკეთი - 3,339 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 158%
13. ფილიპინები - 2,026 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 202500%
14. ინდოეთი - 1,927 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 2089%
15. პოლონეთი - 1,849 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 11456%




























