მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში, თბილისში უძრავი ქონების ფასი 9%-ით გაიზარდა - TBC Capital

ბინები

2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ აქტიურად დაიწყო და იანვარში 2,967 ბინა გაიყიდა - ამის შესახებ TBC Capital საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერს.

კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა (-19%), წლიურად ტრანზაქციების 5%-იანი ზრდა შეინიშნება. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.5% შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა და ფაქტობრივად წინა თვის დონეზე დარჩა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობამ $234 მილიონი შეადგინა და 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ძველ და ახალ აშენებულ ბინებს, 2024 წლის იანვარში 638 ახალი ბინა გაიყიდა და წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. თუმცა, 2023 წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,329 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 23%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 2%-იანი გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 22%-მდე გაიზარდა.

გასაქირავებელი ფასი 12.0 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები