იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა კოსმოსში აფრინდება. CNN-ის ცნობით, მილიარდერი რუსული წარმოების კაფსულით და რაკეტით გაფრინდება. მაეზავას ეს გადაწყვეტილება ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი თვითდაფინანსებული ტურისტული მისიაა.
კაფსულა რუსეთის კოსმოდრომიდან აფრინდება. მაეზავას 12-დღიან მოგზაურობას ბორტზე ვეტერანი რუსი კოსმონავტი ალექსანდრე მისურკინიც შეუერთდება, რომელიც მისიას მეთაურობს. მათთან ერთად იქნება მაეზავას პროდიუსერის ასისტენტი და ვიდეოგრაფი იოზო ჰირანო, რომელიც კადრებს გადაიღებს, როდესაც მილიარდერი მაეზავა კოსმოსური სადგურის გარშემო, ორბიტაზე იცურავებს.
„ძალიან მაინტერესებს, როგორია ცხოვრება კოსმოსში. ასე რომ, მე ვგეგმავ საკუთარ თავში გარკვევას და ჩემს კოსმოსში ვიზიტს ჩემივე YouTube არხის საშუალებით მსოფლიოს გავუზიარებ“, - განაცხადა იუსაკუ მაეზავამ.
ცნობისთვის, კოსმოსში სულ ახლახან მილიარდერებმა ილონ მასკმა და ჯეფ ბეზოსმაც იმოგზაურეს.