მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია AI-ის რეგულირებას გეგმავს - პროექტი G7-ის სახელმწიფოებს წარედგინებათ

ფუმიო კიშიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიების რეგულირებას გეგმავს და შესაბამის პროექტს, G7-ის წევრ სახელმწიფოებს შემოდგომაზე გასამართ ონლაინშეხვედრაზე წარუდგენს, - ამის შესახებ Bloomberg-ი იაპონურ Yomiuri Shimbun-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირკვევა, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული გეგმა, პირველ რიგში, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ გრაფიკულ მონაცემებს, მათ შორის სურათებს, ვიდეოებსა და კომპოზიციებს ეხება და ამ ჩარჩო-დოკუმენტით, იაპონიას მოქალაქეების მაცდური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან დაცვა სურს.

ფუმიო კიშიდას ამ ნაბიჯს ადასტურებს თავად ტექნოლოგიაც, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვითარდება. დღესაც კი, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ისეთი კონტენტის შექმნა შეუძლია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მიხვდება, ის ადამიანის თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake-ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ეს ზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები