მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია და დანია ქარის ოფშორული ელექტროსადგურების ტექნოლოგიის განვითარებაზე იმუშავებენ

wind

იაპონია და დანია ქარის ოფშორული სადგურების მოტივტივე ტექნოლოგიის განვითარებაზე ერთად იმუშავებენ. იაპონიის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მოტივტივე ოფშორული ქარის ტურბინების ინდუსტრია განვითარების ეტაპზეა და ნავარაუდებია, რომ მომდევნო ათწლეულის მანძილზე ახალ ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აითვისებს, რაც მათ ნახშირბადის ემისიების შემცირებაში დაეხმარებათ.

ორი ქვეყანა ახალი ტექნოლოგიის კონსტრუქციის შექმნაზე, ინდუსტრიულ განვითარებასა და რეგულაციების ჩამოყალიბებაზე იმუშავებს. მხარეები აღნიშნულ პროექტებში ფინანსური კონტრიბუციისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ.

იაპონია 2030 წლამდე ოფშორული ქარის ენერგიის მოცულობის - 10 გიგავატამდე, 2040 წლამდე კი 45 გიგავატამდე ზრდას გეგმავს. ქვეყნის მიზანია, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი სრულ გენერაციაში 36-38%-მდე გაიზარდოს და 2050 წლისთვის, სრულად ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს.

ცნობილია ისიც, რომ იაპონიასა და დანიას შორის შეთანხმების მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მხარეები წყალბადისა და ამიაკის მიწოდების ჯაჭვის განვითარებაზე იზრუნებენ.

ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები