მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ოფშორულმა ქარის ფერმამ ელექტროენერგია გამოიმუშავა

turbina

ნიუ-იორკის South Fork Wind-ი ფერმა პირველი ოფშორული ელექტროსადგურია აშშ-ში, რომელმაც ელექტროენერგია გამოიმუშავა. ქარის ტურბინამ სუფთა ენერგია ლონგ-აილენდს 7 დეკემბერს მიაწოდა.

პროექტი ჯერჯერობით 2 ტურბინისგან შედგება, მისი სრულად დასრულება, 12 ტურბინით, 2024 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ფერმაში წარმოებული ენერგია კი ლონგ-აილენდის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას 20-წლიანი შეთანხმების საფუძველზე მიეწოდება.

როგორც სტეფანი მაკკლენი, ქარის ოფშორული სადგურის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, South Fork-ის მიერ ელექტროენერგიის გენერაცია ამერიკის სუფთა ენერგიის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია, რითაც საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში მიიღებს სარგებელს.

130 მეგავატიანი ფერმა პირველი დასრულებული პროექტი იქნება აშშ-ის ფედერალურ წყლებში. ელექტროსადგური 70 ათასი სახლისათვის სამყოფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და სუფთა ენერგიას ისტ-ჰემპტონის ელექტროქსელს ერთი სატრანსპორტო ხაზით მიაწვდის.

გარდა ამისა, ოფშორული ელექტროსადგური 6 მილიონამდე ტონა ნახშირბადის ემისიის გამოყოფასაც შეამცირებს, ეს მაჩვენებელი იგივეა, რაც 25 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 60 000 ავტომობილის გაჩერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები