მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს სანქციებს უწესებს

იაპონია

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიამ ახალი სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ღაზაში დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ჰამასთან“ არიან დაკავშირებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სანქციები იმ ფიზიკური პირებისა და კომპანიის აქტივების გაყინვას მოიცავს, რომლებმაც ჰამასი დააფინანსეს. ამასთან, ერთ-ერთი სანქცირებული კომპანია Buy Cash Money and Money Transfer Company-ია, რომელიც ფულის გადარიცხვასა და ვირტუალური ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს.

უწყების განმარტებით, იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებით სანქციები პირველად დააწესა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტებად არიან აღიარებული.

იაპონიის მიერ ტერორისტებად მიჩნეული ადამიანებისა და ორგანიზაციების სიას ახლად დაემატა პირები, მათ შორის ჰამასის ოპერატორები მუჰამედ აჰმად აბდ ალ-დაიმ ნასრალა და აიმან ნოფალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები