იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას გეგმავს.
შინზო აბე ინიციატივას ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს. არსებული საგანგებო მდგომარეობა ძალაში 6 მაისამდეა. პრემიერი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს.
„დიდი მადლობა მოქალაქეებს, ჩვენ შევძელით პანდემიის აფეთქების თავიდან აცილება, მაგრამ სამედიცინო კუთხით მდგომარეობა რთულია და ამიტომ, მოსახლეობას კვლავ უნდა ვთხოვოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა შინზო აბემ.
იაპონიაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COID-19-ის 14,088 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 430 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,460 ინფიცირებული.