მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შინზო აბეს მკვლელმა დანაშაული აღიარა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი

ტრამპი-ტაკაიჩის სამიტის პარალელურად, იაპონიის ყურადღება ტოკიოს სასამართლოსკენ არის მიმართული, სადაც ექსპრემიერის, შინზო აბეს მკვლელის, ტეცუია იამაგამის პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 45 წლის დამნაშავე ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ დანაშაული სრულიად გააზრებულად, კონკრეტული მოტივით ჩაიდინა. მისი განმარტებით, შინზო აბე იმ რელიგიურ გაერთიანებასთან იყო დაკავშირებული, რომელმაც მკვლელის ოჯახისაგან მსხვილი შემოწირულებები მიიღო და წლების განმავლობაში ოჯახი გააღატაკა.

საუბარია “გაერთიანების ტაძარზე”, რომლის შემოსავლებიც, გარკვეულწილად, სწორედ რიგითი იაპონელების შემოწირულებაზე დგას. ბრალდებულის მტკიცებით, მისი ოჯახი შინზო აბეს განსაკუთრებულ პატივს სცემდა და მათი დაახლოება რელიგიურ ორგანიზაციასთან სწორედ შინზო აბეს პიროვნებამ განაპირობა. წლების განმავლობაში მისი მშობლები რელიგიური მოძღვრების რეკომენდაციით მსხვილ შემოწირულებებს ახორციელებდნენ, რამაც ოჯახი საბოლოოდ გააღატაკა.

ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში, იაპონიის ყოფილ პრემიერსა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსს, სიტყვით გამოსვლისას ხელნაკეთი იარაღიდან ესროლეს. დაცვის წევრებმა ექსპრემიერზე თავდამსხმელის დაკავება მოახერხეს, ხოლო თავად შინზო აბე მოგვიანებით გარდაიცვალა.

სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას მიუსჯის აბეს მკვლელს, თუმცა სიკვდილით დასჯა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის უიშვიათეს შემთხვევებში, მხოლოდ მაშინ ხდება, თუ დანაშაული არაერთ მსხვერპლს მოიცავს, ასევე შეინიშნება განსაკუთრებული სისასტიკისა და დაუნდობლობის ნიშნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები