მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია უკრაინას $3 მლრდ-ის სესხს გამოუყოფს - თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება

უკრაინა-იაპონია

იაპონიამ, დღეს, 18 აპრილს, უკრაინასთან ხელი შეთანხმებას მოაწერა, რომლის თანახმადაც უკრაინას 471.9 მილიარდი იაპონური იენის (3 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი გამოეყოფა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხით დაიფარება.

დასახელებული თანხა "დიდი შვიდეულის" ქვეყნების (G7) უკრაინისთვის შემოსავლების აჩქარების (ERA) პროგრამის ფარგლებში შედის, რომლის მიზანიც კიევისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაა რეკონსტრუქციისა და თავდაცვის საჭიროებისთვის. სესხის დაფარვა G7-ის წევრების ანგარიშებზე განთავსებული, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული თანხებით მოხდება.

"იაპონია საერთაშორისო სოლიდარობის ნათელი მაგალითია, რომელიც გახდა უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში.

დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენი გადაუდებელი საბიუჯეტო საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ კიდევ ერთი დადასტურება იქნება იაპონიის გულწრფელი ერთგულების მიმართ იმ საერთო ღირებულებების მიმართ, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს," - განაცხადა იაპონიის ელჩთან, მასაში ნაკაგომესთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ.

გამოცემა იუწყება, რომ იაპონიის სესხი 30 წლის განმავლობაში გაიცემა და მიმართული იქნება საბიუჯეტო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ იაპონია მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან. ქვეყანამ უკრაინას 8,5 მილიარდ დოლარზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით გადარიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები