მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრონებით თავდასხმის გამო Yandex-მა მონაცემთა ცენტრი გათიშა

Yandex-ის ფილიალი

რუსულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Yandex-მა ვლადიმირის ოლქში მდებარე მონაცემთა ცენტრის მუშაობა დრონებით თავდასხმის შემდეგ სრულად შეაჩერა. როგორც ირკვევა, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო მომხმარებლების ნაწილისთვის კომპანიის სერვისები მიუწვდომელი გახდა.

ინფორმაციისთვის, ბოლო რამდენიმე დღეში ვლადიმირის ობიექტი გახდა რიგით მესამე მონაცემთა ცენტრი, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა. მანამდე, პარასკევს, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კალუგის რეგიონის ცენტრალური ჰაბი ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა. იქამდე ერთი დღით ადრე კი თავდასხმამ ქალაქ სასოვოში მდებარე ობიექტის სრული გათიშვა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ რუსულ Google-ად ცნობილი Yandex-ი ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით მთავარი მოთამაშეა. სწორედ სასოვოს ობიექტში ინახება სამიდან ორი სუპერკომპიუტერი, რომლებსაც კომპანია საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის შესაქმნელად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები