მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია უკრაინას $5.5 მილიარდით დაეხმარება

63f3860a14ca8
მარიამ ვარადაშვილი
20.02.23 19:02
1226
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ დღეს უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადა.

იაპონიის პრემიერი ამბობს, რომ უკრაინას, რომელიც თითქმის ერთი წელია რუსეთის საჰაერო თავდასხმებს იგერიებს, ინფრასტრუქტურის აღდგენა ესაჭიროება, რომელიც რუსეთის ინტერვენციის გამო მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

ომის დაწყებიდან მალევე იაპონია შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს. 28 იანვარს კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

კერძოდ, 3 თებერვლიდან იაპონიამ აკრძალა ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტი რუსეთში. ქვეყანა ასევე გაუყინავს აქტივებს სამ კომპანიასა და 22 ფიზიკურ პირს, მათ შორის არიან რუსი მაღალჩინოსნები - თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო.

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ასევე აიკრძალება რუსეთში ბირთვული ობიექტებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა. იაპონიის მიერ დააანონსებულ ახალ სანქციებს კრემლი უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები