მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიამ კლიმატისა და ენერგეტიკის 15-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იაპონია

იაპონიის მთავრობამ ქვეყნის სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის ახალი სამიზნე მაჩვენებლები გაწერა და შეიმუშავა პოლიტიკა, რომელიც 2040 წლამდე ენერგეტიკული და ინდუსტრიული მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

კერძოდ, იაპონიის მიერ გატარებულმა ზომებმა უნდა უზრუნველყონ ბიზნესებისთვის სტაბილური პოლიტიკა, დეკარბონიზაციის წახალისება, სტაბილური ენერგომიწოდება და ეკონომიკური ზრდა. განახლებული პოლიტიკის ფარგლებში, იაპონიის მიზანია, ნახშირბადის ემისიები 2013 წლის დონესთან შედარებით 2035 წლისთვის 60%-ით, ხოლო 2040 წლისთვის 73%-ით შეამციროს.

მთავრობა ემისიების 2030 წლისთვის 46%-იან შემცირებას უკვე გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, რომელიც ემისიების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, სამიზნე მაჩვენებლებამდე მისაღწევად უფრო მკვეთრ ნაბიჯებს საჭიროებს, რადგან იაპონია კვლავ წიაღისეული საწვავის მოხმარებაზეა დამოკიდებული. ამასთან, იაპონია აპირებს, რომ განახლებული სამოქმედო გეგმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმდინარე თვეში წარუდგინოს, რაც პარიზის შეთანხმების ნაწილია,

ამასთან, განახლებული გეგმით, 2040 წლისთვის იაპონიის ელექტროენერგიის 50% მწვანე რესურსებზე უნდა მოდიოდეს, 20% კი - ატომურ ენერგიაზე. საქმე ისაა, რომ 2011 წლის ფუკუსიმას რეაქტორის აფეთქების შემდეგ, იაპონიას ატომური ელექტროსადგურების მუშაობის აღდგენა გაუჭირდა, რის გამოც 2023 წელს ატომური ენერგიის კონტრიბუცია ქვეყნის სრულ მარაგებში მხოლოდ 8.5% იყო. თუ იაპონიის მიზანი აქამდე ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება იყო, განახლებული გეგმით ქვეყანა ახალი თაობის რეაქტორების აშენებას გეგმავს.

ახალი ეროვნული სტრატეგია, რომელიც დეკარბონიზაცის სამოქმედო გეგმას 2040 წლამდე გაწერს, კაბინეტმა უკვე დაადასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები