მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკეანეებში ტემპერატურა საგანგაშოდაა გაზრდილი - CNN

645b7f7f813f0
სალომე ხიდურელი
11.05.23 00:00
939
ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა რეკორდულადაა გაზრდილი. ტემპერატურის ზრდა მარტის თვეში დაიწყო და მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. მეცნიერები უკვე ცდილობენ, ტემპერატურის ზრდის მიზეზების გამოკვლევაზე, - წერს CNN.

აპრილის პიკური მაჩვენებლის შემდეგ, ოკეანის ტემპერატურა შედარებით დაეცა, როგორც გაზაფხულის სეზონისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა მაჩვენებლები ისევ იმაზე მაღალია, ვიდრე წლის ამ დროისათვის აქამდე დაფიქსირებულა.

ოკეანის ტემპერატურას ამერიკის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური გემებითა და სატელიტებით ითვლის.

ავსტრალიელი ოკეანისა და კლიმატური დინამიკის პროფესორის განცხადებით, ახალი რეკორდი, ერთი შეხედვით, საგანგაშო არ არის, ოკეანეებში წყლის ტემპერატურა მხოლოდ 2/10 გრადუსით აღემატება წინა რეკორდს, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის სიმხურვალე სჭირდება წყლის ამ რაოდენობის გათბობას, ტემპერატურის ზრდა მეცნიერების ყურადღებას იმსახურებს.

ოკეანის ტემპერატურის ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ახალი რეკორდი საგანგაშო ტენდენციის დასაწყისია, სხვებს კი სჯერათ, რომ ტემპერატურის ზრდა ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატური კრიზისის ფონზე, სრულიად მოსალოდნელია.

თუმცა ყველა თანხმდება, რომ ოკეანის ტემპერატურის ზრდის შედეგები შესამჩნევი იქნება. გამთბარი ოკეანე საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფებს, წყალქვეშა სიცოცხლესა და, შესაძლოა, ზღვის დონის ზრდაც გამოიწვიოს. აღნიშნული ცვლილება შეამცირებს ოკეანის ეფექტურობას, პლანეტის თერმული დაბინძურება შეიწოვოს, რასაც, საბოლოოდ, დედამიწაზე ტემპერატურის ზრდამდე მივყავართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები