მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიაში მარჯნის რიფების გამოცოცხლებისთვის რობოტებს გამოიყენებენ

მკვდარი მარჯნის პოლიპი

მარჯნის რიფები მსოფლიო წყლების ფსკერის მხოლოდ 0.2%-ს ფარავენ, თუმცა ცხოველთა საზღვაო სახეობების მეოთხედზე მეტისთვის საცხოვრებელ ჰაბიტატს ქმნიან. თუმცა მარჯნის პოლიპები სითბოზე განსაკუთრებულად რეაგირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში, ოკეანეების ტემპერატურისა და მჟავიანობის ზრდასთან ერთად, რიფები დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიმართ უფრო მოწყვლადები გახდნენ. 

მარჯნის რიფების გლობალური მონიტორინგით დადგინდა, რომ წყლის ტემპერატურის 1.5 გრადუსით ზრდა, მსოფლიოში არსებული რიფების 70-90%-ით შემცირებას იწვევს. ზოგიერთი მეცნიერი კი ფიქრობს, რომ 2070 წლისთვის მარჯნის პოლიპები დედამიწიდან საერთოდ გაქრებიან.

მარჯნის რიფების აღდგენა, როგორც წესი, მათ კულტივაციასა და დაზიანებული პოლიპის აღდგენას მოიცავს, თუმცა ეს პროცესი არა მხოლოდ დროში გაწერილი, არამედ ძვირადღირებულიცაა, რის გამოც ავსტრალიელი საზღვაო ბიოლოგი, ტარინ ფოსტერი, რობოტის პროტოტიპზე მუშაობს. მისი მუშაობის პრინციპი კი მარჯნის ფრაგმენტების მცირე ზომის  საცობზე დამყნობას ეფუძნება. საცობი შემდეგ სპეციალურ ბაზაზე თავსდება, რომელსაც წყალქვეშ უშვებენ. ფოსტერის თქმით, მსგავსი “მარჯნის ჩონჩხების” შექმნის მიზანი ხელმისაწვდომ ფასად მასობრივი წარმოების შესაძლებლობაა. 

ახალი მოწყობილობები ოთხი სხვადასხვა ჯიშის მარჯანზე იტესტება, რომლებიც წყალქვეშ წარმატებით მრავლდებიან. ბიოლოგმა Coral Maker-ის სახელით სტარტაპიც შექმნა და, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ საინჟინრო ფირმასთან პარტნიორობით, რობოტებს ლაბორატორიებიდან 8-დან 12-თვემდე ვადაში გამოიყვანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები