მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ორი ელექტრომობილი გადასცა

64005b494e621
მარიამ ვარადაშვილი
02.03.23 12:32
684
იაპონიის საელჩომ აეროპორტების გაერთიანებას ორი ერთეული PRIUS PLUGIN გადასცა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ეკომეგობრული ავტომობილები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას მოხმარდება.

"დღეს გადმოგვეცა ორი ელექტრომობილი, რომელიც არის JAICA-ს განახლებადი ენერგიის წარმოების პროექტის გაგრძელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწორედ იაპონიის დახმარებით მარაგდება განახლებადი ელექტროენერგიით. ელექტრომობილებს ჩვენ გამოვიყენებთ აეროპორტების ოპერირების საჭიროებისთვის. მათ შორის გავაგზავნით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე,"-განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციითვე, პროექტი [მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვა] ქვეყანაში გარემოს დაცვას ემსახურება და მისი სრულყოფაში მოყვანით საქართველოს საავიაციო ინდუსტრია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები