მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

64be2aeab1637
გიორგი თოლორდავა
24.07.23 12:10
595
იაპონიის მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუარესების გადაწყვეტილება მიიღო. განახლებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მიმდინარე წელს იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1.3%-ით გაიზრდება, ნაცვლად იანვარში პროგნოზირებული 1.5%-ისა.

მთავრობის წარმომადგენლების შეფასებით, პროგნოზის გაუარესება გეოპოლიტიკური მოცემულობითაა განპირობებული. როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრო მოვლენების განვითარების უფრო პოზიტიურ სცენარს მოელოდა, რომელიც არ გამართლდა. იაპონიის გარდა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ამცირებენ ჩინეთსა და კორეაშიც, რაც რეგიონულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური პროგნოზიც გააუარესა. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფლაციის საშუალო დონე 2.6% იქნება, ნაცვლად იანვარში პროგნოზირებული 1.7%-ისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები