მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიამ უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, მას გერმანიამ გადაუსწრო

ინვესტორი

იაპონიამ მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, რომელსაც ის 34 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. უახლესი მონაცემებით, ამ პოზიციაზე ახლა გერმანია ლიდერობს, რაც მის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სავაჭრო პროფიციტს უკავშირდება.

გერმანიის დაწინაურება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ის პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფოა, სამთავრობო ბიუჯეტში დაგროვილი პროფიციტი კი შემდგომში უცხოური ობლიგაციების შეძენაში გარდაიქმნება და ამით ქვეყანა საკრედიტო პორტფელს ზრდის.

საერთო ჯამში, გერმანია 3.2 ტრილიონი დოლარის უცხოურ ობლიგაციებს ფლობს და ამ მაჩვენებლით ის ამჟამად 1-ელ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ახლა უკვე იაპონიაა, რომელიც $3-ტრილიონიან საკრედიტო პორტფელს აკონტროლებს.

რეიტინგში მესამე ადგილზე ჩინეთის სახელმწიფოა, რომელსაც სხვა ქვეყნების მთავრობებზე $2.4 ტრილიონი აქვს გაცემული. ამ რეიტინგში ასევე ვხედავთ ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ ზონას, ჰონგ-კონგს, რომელიც $1.8 ტრილიონი პორტფელით მე-4 ადგილზეა წარმოდგენილი.

მოწინავე ხუთეულს ნორვეგია ასრულებს, რომელსაც სხვა ქვეყნებზე $1.6 ტრილიონის ვალი აქვს გაცემული.

უმსხვილესი კრედიტორი სახელმწიფოების ათეულში ასევე ვხედავთ: შვეიცარიას, სინგაპურს, ტაივანს, ნიდერლანდებს და სამხრეთ კორეას.

როგორც წესი, ამ ქვეყნებს ყველაზე მეტი ვალი აშშ-ის მთავრობაზე აქვთ გაცემული, რომელიც ჯამში $36 ტრილიონის ვალდებულებებით არის დატვირთული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები