იაპონიამ შესაძლოა ოლიმპიური თამაშები გააუქმოს, ამის შესახებ გამოცემა Economist წერს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის" წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის დროს სპორტის ფედერაციებმა იმსჯელეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრების გარეშე ჩატარებაზეც. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
BBC-ის ცნობით, თუ ოლიმპიური თამაშები არ ჩატარდა, ეს იქნება ყველაზე მსხვილი სპორტული ახალი ამბავი მსოფლიოში, რაც კი ოდესმე მომხდარა. ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრების გადადება ან გაუქმება კორონავირუსის გამო, იქნება უპრეცედენტო.