მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში აპრილის შემდეგ COVID-19-ის დღიური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

5f11772f167dc
ნათია თაქთაქიშვილი
17.07.20 20:20
1113
იაპონიაში კორონავირუსის ბოლო 24 საათში 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველზე მაღალი მაჩვენებელია 10 აპრილის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მეტი მაჩვენებელი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოზე მოდის, რამაც 286 შეადგინა. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით ტოკიოს მოყვება სიდიდით მეორე ქალაქი ოსაკა.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მას შემდეგ დაწყო, რაც ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა მოხსნა. აღსანიშნავია, რომ იაპონიამ შეზღუდვების შემსუბუქება 25 მაისიდან დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 24,185 შეადგინა, გარდაიცვალა 998 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები