მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში Family Mart-ის ერთ-ერთ უდიდეს ქსელში ამჯერად შქმერულის ლანჩ-ბოქსები გაიყიდება

5fc6151c09de6
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.20 14:24
980
დღეიდან იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის, Family Mart-ის 16 ათასამდე მაღაზიაში ქართული კერძის - "შქმერულის" მზა ულუფები, ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება, - ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე დატანილია ქართული დროშა და წარწერა, რომელიც მყიდველს ამცნობს ამ კერძის ქართული წარმოშობის შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ "შქმერულის" სწრაფი მომზადების პაკეტები იგივე მაღაზიათა ქსელში ოქტომბრიდან იყიდება.

ცნობისთვის: „შქმერული“ იაპონიაში დაახლოებით 9 თვის წინ გამოჩნდა. საინტერესოა მისი იაპონიაში გამოჩენის ისტორია, რომლის შესახებაც BMG-ის და Forbes Georgia-ს საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ უამბო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები