მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ინფლაცია სამიზნე ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა

იაპონია

იაპონიაში ინფლაციის მაჩვენებელი, 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად, ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ 2%-იან სამიზნე ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა.

უახლესი მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.5% შეადგინა. საბაზისო ინფლაცია (Core CPI), რომელიც სურსათს და ენერგორესურსებს გამორიცხავს, იანვარში 2.0%-მდე შენელდა, რაც 0.4 პპ-იან კლებას წარმოადგენს.

ინფლაციის კლება ძირითადად განპირობებულია ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებითა და მთავრობის მიერ გატარებული სუბსიდირების პოლიტიკით.

ეკონომისტების განმარტებით, ინფლაციის კლების ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ იმპორტირებული ინფლაციის წნეხი, რომელიც გაუფასურებული იენით იყო გამოწვეული, თანდათან მცირდება და ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები სტაბილურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები