მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა - ტოკიოში 11 საოჯახო მარნის ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში RAW Wine Tokyo მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენის RAW Wine Tokyo სტუმრები ქართული მარნების: „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი და „ანბანი“ ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ.

სააგენტო წერს, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა.

2024 წლის პირველ სამ თვეში, საქართველომ იაპონიაში 206.1 ათასი აშშ დოლარის 34.5 ტონა ღვინო გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 294.4 ათასი აშშ დოლარის 42.6 ტონა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი 16.4%-ით შემცირდა, თანხაში ექსპორტი 0.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს, საქართველომ იაპონიაში 1.37 მლნ აშშ დოლარის 231.1 ტონა ღვინო გაყიდა, 2023 წელს კი, 1.38 მლნ აშშ დოლარის 193 ტონა ღვინო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები