მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში სკოლების დახურვის გამო, ტონობით რძე გამოუყენებელი რჩება - გამოსავალი

5e5fa39a628cf
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 21:40
1562

იაპონიაში, კორონავირუსის გამო, სკოლების დროებით დახურვამ რძის ინდუსტრია დააზარალა. ამის შესახებ ინფორმაციას Japantoday-ი ავრცელებს.



როგორც გამოცემა აღნიშნავს, სექტორი დღეში დაახლოებით 20,000 ტონა რძის რეალიზაციას ახდენს და აქედან დაახლოებით, 10% ანუ 2,000 ტონა სკოლებში სადილობისას გამოიყენება. იაპონიის მთავრობა ცდილობს, დანაკარგების აცილებას და რძის მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდებს, რძისგან შედარებით არამალფუჭებადი პროდუქტები აწარმოოს.



თავის მხრივ, რძის კომპანიები აცხადებენ, რომ ზოგიერთ მათგანს რძის სხვა პროდუქტების წარმოების საშუალება და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვს. 



მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას სოციალურ მედიაში ეხმაურება. 196,000 მოწონება და 108,000 გაზიარება დაიმსახურა ერთ-ერთმა პოსტმა Twitter-ზე, რომელიც სოფლის მეურნეობის კოოპერატივის მრჩეველს ეკუთვნის. კერძოდ, მრჩეველი საკუთარ პოსტში მოუწოდებს იაპონიის მოსახლეობას, რომ იყიდონ ადგილოებრივი წარმოების რძე ბრენდის მიუხედავად და ნუ გაიმეტებენ ზედმეტ რძეს გასაფუჭებლად, რაც ადგილობრივ მეწარმეებს საგრძნობლად დააზარალებს.



Twitter-ის მომხმარებლებმა რეცეპტების მრავალფეროვან ჩამონათვალზეც იზრუნეს, ეს იმ შემთხვევაში თუკი რძის დალევა არ შეგიძლიათ. რეცეპტების ჩამონათვალში შეხვდებით მეთოდებს თუ როგორ მოამზადოთ ხაჭო, ჩიზქეიქი, კარბორნარა და ქართული ნაციონალური კერძი შქმერული, რაც ბოლო დროს იაპონიაში საკმაოდ პოპულარულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები