მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის პორტში, საკრუიზო გემზე კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5e3d072ec5a55
ნათია თაქთაქიშვილი
07.02.20 14:05
1211
იაპონიის პორტ იოკიჰამაში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსით დაავადებული მგზავრების რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. საკრუიზო გემზე კარანტინია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გემზე სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. მგზავრების შემოწმება ლაინერზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცას კორონავირუსი დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული მგაზავრებიდან 28 იაპონელია, 11 ამერიკელი, 7 ასვტრალიელი, 7 კანადელი, 3 ჩინელი, 1 ბრიტანელი, 1 ახალ ზელანდიელი, 1 ტაივანელი, 1 ფილიპინელი და 1 არგენტინელი.

მგზავრების შემოწმების პროცესი გრძელდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ 20 მგზავრი უკვე ჰოსპიტალიზებულია.

ბოლო მონაცემებით, ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები